geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი   2023 წლის 20-21 ნოემბერს  ატარებს  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი   მიძღვნილ  სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას: "ფილოსოფია 105".         

 

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს: მეტაფიზიკა-ონტოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის, კულტურის ფილოსოფიის,   რელიგიის,   ხელოვნების სფეროებს.

განსაკუთრებით მივესალმებით უნივერსიტეტის იდეის, არსის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2023 წლის 20 ნოემბერს, 10:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, 212 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
 

  • გაფართოებული თეზისები
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა

თეზისების გაფორმების წესი:

 

ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური,  შემდეგ  სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,

ბ)  ტექსტი  ( დაახლოებით 2 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,  ინტერვალი 1.5 ).

გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2023 წლის 10 ნოემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 257471                   

 

თარიღი: 02/10/2023